ორთაჭალაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ცნობილია, ავტომანქანაში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ბალონი აალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროში, უწყების ცნობით სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია რომ აალებამ აფეთქება გამოიწვია.


მომხდარს სამართალდამცავები სწავლობენ.