ადგილობრივებმა გომბორის გზასთან, საკუთარ ავტომანქანაში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი თელავის რაიონის მკვიდრი, 59 წლის ლევან ჯუგაშვილია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

 

როგორც ჯუგაშვილის ნათესავები აცხადებენ, მამაკაცს სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

 

"სახლიდან სამი დღის წინ გასულა და უთქვამს, ეკლესიაში სანთლის დასანთებად მივდივარო. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ახლახანს გავიგეთ, რომ გომბორის გზაზე, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, მეტი არაფერი ვიცით“, - აცხადებენ ჯუგაშვილების ახლობლები.

 

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.