ყვარლის რაიონის სოფელ შილდის მიმდებარედ, ტყეში ადგილობრივებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს.

 

თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი, მათივე თანასოფლელი, 26 წლის ლექსო პეტრუზაშვილია.

 

როგორც სოფელ შილდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ლევან ხუციშვილი აცხადებს, გარდაცვლილი მამაკაცი ტყეში საკუთარი ოჯახის საქონელს მწყემსავდა.

 

"ვიცით, რომ მის ოჯახს საქონელი ჰყავდა და ლექსოც ხშირად დადიოდა ამის გამო სოფელთან ახლოს ტყეში. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ბიჭი რამდენიმე საათის წინ იპოვეს ხეზე ჩამოკიდებული, თუმცა რა ვითარებაში მოხდა მისი გარდაცვალება, ანუ მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ", - აცხადებს ლევან ხუციშვილი.

 

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მოკვლევას ყვარლის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.