13 წლის სკოლის მოსწავლე გოგონა ცეკვის გაკვეთილზე გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა ნოვოსიბირსკში მოხდა.

სააგენტო "ინტერფაქსის" ცნოით, ცეკვის დროს გოგონა უეცრად ცუდად გახდა, ცოტა ხანში კი გარდაიცვალა.

 

მოზარდის დაღუპვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.