რუსთავში, ლეონიძის სკვერში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

 

„ინფო რუსთავს“ დაღუპულის მეგობრებმა განუცხადეს, რომ გარდაცვლილი მათთან ერთად ერთ-ერთ სასადილოში იმყოფებოდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო და გარეთ გასვლა ითხოვა.

 

გარდაცვლილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟები.

 

გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

 

იხილეთ ვიდეო