ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში, მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. "ნიუპოსტის" ცნობით, გვამი მრევლმა იპოვა და პატრული გამოიძახა.

 


მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.