ლევილის მამული საქართველოს ხვალ ოფიციალურად გადმოეცემა. საბოლოო აქტზე ხელმოსაწერად საფრანგეთში დღეს მიემგზავრება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე.

 

ფრანგული მხარიდან დოკუმენტს ხელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები მოაწერენ.

 

ლევილის მამულის დასაბრუნებლად აქტიური მოლაპარაკებები 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

„ლევილის მამული გადაეცემა მის ისტორიულ მესაკუთრეს ქართველ ხალხს. 10 წლის განმავლობაშ არის გეგმა გამოიყოს ლევილის მამულის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონ 600 ათასი ევრო, რაც მოხმარდება მამულს, მისი ტერიტორიის რეკონსტრუქციას, ახალი შენობების შენებას“, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ.