ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე, ავარია მოხდა. ავტომობილი, რომელშიც დედა-შვილი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად, 8 წლის ბავშვი დაიღუპა.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.