„პატრულის მოსვლამდე მეზობელი გამოესარჩლა ცემით რომ არ მოეკლა. ეხლა ამ მეზობელზეა ნაწყენი, - რა შენი საქმე იყოო“ - ეს ქართული რეალობაა, მოჩხუბარი ცოლ-ქმარი, მეზობლების მიერ გამოძახებული პატრული და ქმრის მიერ კარგად მიბეგვილი, მაგრამ ხმაჩაკმენდილი ცოლი. სწორედ ამ რეალობას ამოიკითხავთ ერთ-ერთი ფბ. მომხმარებლის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში.

 

 

„მოკლედ, გუშინწინ, მეზობელ სახლში, ღამე, გძეტა სამი საათისთვის ატყდა მაგარი ხმაური. ხმაურს მოყვა მსხვრევის და მტვრევის და დედის...ყვნის ხმა. მერე ქალის კივილი და მოკლედ ყველაფერი მოხდა რაც კაი დეტექტივის დასაწყისებში ხდება, გარდა მკვლელობისა.

 


გაირკვა რომ კაცი ცემდა რა თქმა უნდა ქალს. დაირეკა პატრულში. მოვიდა პატრული. ეს ტიპი მაგრად ებლატავა პატრულს. რაღაც მომენტში ყური მოვკარი, ამბობდა: „ფორმა მეც მაქვს ძმაო“ პატრულმა, უნდა აღინიშნოს, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, მსხვერპლს ეთქვა, რომ სცემეს. არც იმ ქალმა და არც მეორე ქალმა, რომელიც ასევე სახლში იყო ინციდენტის დროს, არაფრის დიდებით არ თქვეს რა მოხდა.

 


ჩაიყვანეს ეს ტიპი ეზოში, ჩაყვნენ ქალებიც, იქ ატეხეს ჩხუბი. პატრული აშველებდა. ეს ტიპი დედის ტრაკს აგინებს, ქალი - ურტყამს, მეორე ქალი კი ერთ-ერთ ოფიცერს ეხვეწება წაიყვანეთ და რაც შეიძლება დიდი ჯარიმა გამოუწერეთო. პატრულმა, ვერაფერსაც ვერ გამოვუწერთო. მოკლედ, ბოლოს დამშვიდდა სიტუაცია - ქალები სახლში დაბრუნდნენ. ეს ტიპი კი, პოლიციამ ეზოდან გაიყვანა...

 


წავეედით და დავიძინეთ. ახლა იმიტომ მოვყევი ეს ისტორია რომ, სულ ცოტა ხნის წინ ეს ტიპი ვნახე. და რა თქმა უნდა ვნახე სადარბაზოში, გამოვიდა იმ სახლიდან, საიდანაც ორი დღის წინ გინებისა და მსხვრევის ხმა ისმოდა. უკან კი სწორედ იმ ქალის ხმა დაეწია: მაწონი წამოიღე... იმ დღეს პატრულის მოსვლამდე მეზობელი გამოესარჩლა ცემით რომ არ მოეკლა. ეხლა ამ მეზობელზეა ნაწყენი, - რა შენი საქმე იყოო“...