ბათუმში, ჯავახიშვილისა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაზე მანქანაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამი იყო და გული გაუჩერდა.

 

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ოჯახის წერვებს მკვლელობის ან მოწამვლის ვერსია არ აქვთ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.