ჯვრის მონასტერთან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. თვითმხილველი შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს.

 

"ეს წუთია, ავტოავარიას შევესწარი არმისული ჯვრის მონასტერთან, სასტუმრო ზედაზენის გადასწვრივ.
დედა ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში, მამას სერიოზული არაფერი, ოთხი წლის ბიჭი კი ხელებში ჩაგვაკვდა. ბევრს ეცადნენ სასწრაფოს ექიმები და პოლიცია, თუმცა უშედეგოდ. ბავშვს კისრის მალები ჰქონდა გადატეხილი", - ამბობს თვითმხილველი.