„საპარლამეტო არჩევნები, რომელიც საქართველოში იმართება, მმართველი გუნდისთვის გამოცდაა და სტაბილურობის ტესტი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში“, - ასე ეხმიანება სააგენტო Reuters-ი საქართველოში მიმდინარე არჩევნებს.


„მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტია „ქართული ოცნება“ მთავრობაში 2012 წლის ოქტომბერში მოვიდა, როდესაც საქართვლოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა. ნაციონალური მოძრაობა დღეისთვის ყველაზე მთავრი ოპოზიციური პარტიაა“, - წერს Reuters.


სააგენტო ყურადღებას ამახვილებს წინასაარჩევნოდ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებზეც, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი ლიდერობს. Reuters-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არჩევნებზე გადამწყვეტი მოსახლეობის იმ 40% ხმებია, რომლებსაც წინასწარ გამოკითხვაში საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.