საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებოდ დანიშნულ ბრიფინგზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შეაფასა.

 

"მინდა მადლობა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, იმისთვის, რადგან აქტიურად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ის პროცენტი რაც დაჯდა მონაწილეობის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თვითონ საარჩევნო პროცესი და გარემო, რომელიც მიმდინარეობდა თვენახევრის განმავლობაში იყო მშვიდი, კონსტრუქციული, რიგი გამონაკლისების გარეშე, რომელიც საერთო ფონს  ნამდვილად არ ართულებდა და არ ცვლიდა. 

 

არჩევენების დღემაც ასევე მშვიდად ჩაიარა, მოსახლეობისა და ამომრჩევლის აქტიურობით, და ფაქტობივად ერთი ორი გამონაკლისის გარდა ჩვენს ქვეყანაში არჩევნების დღემ მშვიდობიანად ჩაიარა.

 

სამწუხაროა, რომ დათვლის პროცესში გამოჩნდა, რამდენიმე სერიოზული სამართალდარღვევა, მათ შორის აგრესიული ქმედებები, ეს არის არამარტო სამწუხარო, ამ პროვოკაციულ შემთხვევებს, რომელიც რამდენიმე უბანზე მოხდა, სჭირდება დროული და ძალიან სწრაფი რეაგირება.  განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის მხოლოდ 8 ოქტომბრის არჩევნები, ეს არჩევნები შეფასდება და ჩვენი ყველას მიზანია ეს არჩევნები შეფასდეს, როგორც მართლაც მაღალი სტანდარტის არჩევნები. ეს არჩვენები შეფასდება როგორც 8 ოქტომბრით, ასევე 8 ოქტომბრის ექსცესებზე და ინციდენტებზე დროული რეაგირებით, ასევე იმით თუ ჩვენ როგორ და რანაირად მივალთ არჩევნების მეორე ტურამდე და როგორ ჩავატარებთ.

 

წინასწარი მოლოდინებით, იქნება არაერთი მეორე ტური შესაბამისად, კიდევ ერთხელ ყველას გთხოვთ, აქტიური იყოთ მეორე ტურებზეც, ისევე როგორც 8 ოქტომბერს – ამომრჩეველის ინტერესი და ჩართულობა იყო ამ პოროცესში.

 

ასევე მოვუწოდებ შესაბამის სტრუქტურებს, იმ დარღვევვებს რაც განხორციელდა დათვლის დროს, მოახდინონ პრინციპული და დროული რეაგირება და ყველამ ერთად არ დავიშუროთ ძალისმხევა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩვნები შევიდეს საქართველოს ისტორიაში, როგორც ყველაზე მაღალი ხარისხით და სტანდარტით ჩატარებული არჩევნები",– განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.