ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში არჩვენების შესახებ საუბრობს.

 

მისი თქმით, სანამ ძლიერი ახალი პოლიტიკური ცენტრი არ შეიქმნება , მანამდე პოლიტიკა ორპოლუსიანი იქნება.

 

 

"პაატა ბურჭულაძის შემოსვლამ ქართულ პოლიტიკაში და მთელმა იმ სკანდალებმა,რაც მისი გამოჩენის დღიდან არჩევნების დღემდე განვითარდა ახალი პოლიტიკური ძალის წიაღში და გარშემო,ჩემი აზრით ,გარკვეულწილად განაპირობა ახალი ძალის ან მესამე ძალის მოსურნე ამომრჩევლის პასიურობა ამ არჩევნებში და მივიღეთ ის სურათი,რაც მივიღეთ. ბევრ ადამიანში იყო ახლის მოლოდინი,რომელიც სრული ილუზია აღმოჩნდა და თითქმის ყველა მიხვდა, რომ ახალი ძალის დამკვიდრება ქართულ პოლიტიკაში არ მოხერხდა,ეს გაცილებით ადრე გაირკვა,ვიდრე არჩევნების დღე დადგებოდა. ხოდა აღარ მივიდა არჩევნებზე ის ხალხი,ვინც არც ,,ოცნებას ,,აძლევდა ხმას და არც ,,ნაციონალებს,,და ვისაც დანარჩენი პარტიები უკვე ნანახი ჰყავდა აქტიური მოქმედების რეჟიმშიც და პასიურშიც და ახლის მოლოდინიც საპნის ბუშტივით გასკდა. სანამ ძლიერი ახალი პოლიტიკური ცენტრი არ შეიქმნება,მანამდე იქნება ჩვენი პოლიტიკა ორ პოლუსიანი.", - წერს გრიგოლია.