ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს მოსახლეობას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ულოცავს. ჯეიმს აპატურაის განცხადება ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

“საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები იყო კონკურენტული, კარგად ადმინისტრირებული, ზოგადად ჩატარდა ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემით. ვწუხვარ, რომ საარჩევნო კამპანიის დროს მოხდა ძალადობის რამდენიმე ინციდენტი. მჯერა, რომ სხვადასხვა საჩივარი სრულად იქნება შეფასებული საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ. მზად ვარ, ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან ვიმუშაო საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად”, - ნათქვამია განცხადებაში.