პოლიტიკაში ვრჩები და ნურავინ ნუ შეიქმნის იმის ილუზიას, რომ მე ასე ადვილად დავტოვებ პოლიტიკას, რადგან ახალგაზრდებს ვჭირდები და ჩვენ კიდევ ბევრი შემოგვიერთდება, - ამის შესახებ „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა. მისი თქმით, პარტიაში დღეს გაიმართა კონსულტაციები, თუ როდის უნდა ჩატარდეს ყრილობა.

 

“ბედნიერი ვარ, რომ ამხელა ინტერესია ჩვენს გარშემო, რადგან ჩვენ მართლა წარმოვადგენთ იმ გუნდს, რომელიც არის საქართველოს მომავალი. ესენი არიან ვინც უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მომავალი და დამიჯერეთ, რომ ძალიან კარგ ხელში იქნება საქართველო. მე პოლიტიკაში ვრჩები, ისე რომ ნურავინ ნუ შეიქმნის იმის ილუზიას, რომ მე ასე ადვილად დავტოვებ პოლიტიკას, რადგან მე ამ ახალგაზრდებს გვერდში ვჭირდები და ჩვენ კიდევ ბევრი შემოგვიერთდება.ისეთი,ვისაც აწუხებს საქართველოს მომავალი”, - განაცხადა ბურჭულაძემ.