„ხელისუფლება ეწევა შანტაჟს კონკრეტულ სოფელში, რომლებიც მხარს ნაციონალურ მოძრაობას უჭერენ“, - ნაციონალური მოძრაობის წევრი ოთარ კახიძე მარნეულში 6 პირის დაკავებაში პოლიტიკუ სარჩულს ხედავს. მისი თქმით, აღნიშნული პირები არ წარმოადგენენ პარტიის აქტივს და პოლიციამ ისინი მხოლოდ ერთი მიზნით დააკავა, რათა არჩევნების მეორე ტურში სოფლის მოსახლეობაზე ზეგავლენა მოახდინოს.

 

„მარნეულში დაკავებული ექვსივე პიროვნება არის იმ სოფლის მაცხოვრებელი და კონკრეტულად იმ საარჩევნო უბნის ამომრჩეველი, რომელი უბანიც ჩაიშალა 8 ოქტომბერს. ეს პირები აიყვანეს დილის 4 საათზე, დაესხნენ თავს სპეცრაზმის თანამშრომლები ოჯახებს. დაკავების შემდგომ ამ პირებზე განხორციელდა ფიზიკური ზემოქმედება, ეს პირები არინ ნაცემები, როგორც ადვოკატი აცხადებს სამ მათგანს აღენიშნება დაზიანებები და გამოძიება და პოლიცია მოითხოვდა მათგან აღიარებითი ჩვენების მიცემას“, - განაცხადა ოთარ კახიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში.