„ ნუთუ შესაძლებელია, რიზეს ბათუმისგან განსხვავება, ედირნესა და სალონიკის განცალკევება? „ – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რიზეში უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც თურქეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თურქეთი სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ძმებს ვერ მიატოვებს. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ ფიზიკურ საზღვრებს პატივს სცემს, თუმცა “გულში საზღვრების გავლება შეუძლებელია”.


“თურქეთი მხოლოდ თურქეთი არ არის. 79 მილიონი მოქალაქის გარდა, ის ასევე პასუხისმგებელია ასობით მილიონ ძმაზე იმ გეოგრაფიულ არეალში, რომელთანაც ჩვენ ისტორიული და კულტურული კავშირები გვაქვს. ზოგიერთები გვეკითხება, რატომ ინტერესდებით ერაყით, სირიით, საქართველოთი, ყირიმით, მთიანი ყარაბაღით, აზერბაიჯანით, ბალკანეთით და ჩრდილოეთ აფრიკით? თუმცა მათგან არავინ ინტერესდება, რომ არც ერთი ამ ადგილიდან ჩვენთვის უცხო არ არის. ნუთუ შესაძლებელია, რიზეს ბათუმისგან განსხვავება, ედირნესა და სალონიკის განცალკევება? როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ გაზიანთეფი, ალეპო, მარდინი, ჰასაკა, სირტე და მოსული ერთმანეთთან დაკავშირებული არ არიან?”, – განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.


თურქეთის პრეზიდენტის რიზეს უნივერსიტეტში 15 ოქტომბრის გამოსვლის სრული ვიდეოჩანაწერი თურქულმა ტელეკომანია TRT-მ გაავრცელა.