"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მოსახლეობას ოდორანტის სუნის შესაძლო გავრცელების შესახებ აფრთხილებს.

 

კომპანიის ცნობით, 25 ოქტომბერს, ოდორანტის ტრანსპორტირება თბილისში, ნავთლუღის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით განხორციელდება.

 

"შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გაცნობებთ, რომ ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე საჭიროა ოდორანტის ტრანსპორტირება შესაბამის გაზგამანაწილებელ სადგურებში. მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება თბილისში ნავთლუღის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით. ოდორანტის ტრანსპორტირება ასევე მოხდება შპს "ბორჩალოს" (მარნეულის რაიონი), ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის, შპს "ჩირინა 3"-ისა და ვაზიანის (გარდაბნის რაიონი) გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში დაფიქსირდეს", - ნათქვამია განცხადებაში.