"ლარს დედა არ ჰყავს და არც არასდროს ჰყოლია,"- ეს განცხადება კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გააკეთა.

 

ხუხაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში სანამ რეალურად ეკონომიკური სექტორი არ იარსებებს და არ იქნება ის ძლიერი, ეროვნული ვალუტის კურსი ვერ გამყარდება.

 

"ლარს მოსდის ის, რაც მოსდიოდა ყოველთვის. ლარის სტაბილურობის სისტემური ფაქტორი არ არსებობს. საკუთარი ეკონომიკა არ გვაქვს. ჩვენ უნდა გვქონდეს ეკონომიკური რეალური სექტორი. ტურიზმი სეზონურია, ჩამოვიდნენ ტურისტები, დახარჯეს ვალუტა და დაბალანსდა ბირჟა. წავიდნენ ტურისტები და დაიწყო გაუფასურება. მერე თიბისი ბანკმა რაღაც იყიდა და ამან განაპირობა. ასეთი რაღაცეები, როცა აისახება ეროვნულ ვალუტაზე ნიშნავს, რომ ლარს არ ყავს დედა, არც არასოდეს ჰყოლია სინამდვილეში. სანამ რეალური ეკონომიკის სექტორი არ გვექნებ,ა არაფერი არ ეშველება,"- აცხადებს ხუხაშვილი.