ნაძალადევის რაიონში ნოემბრის თვეში 3 სპორტული მოედნის აღდგენა-რეკონსტრუქცია დაიწყება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება გურამიშვილის გამზ. N12-ის მიმდებარედ, თოდრიას ქუჩასა და ც. დადიანის ქ. N148 კორპუსთან არსებულ მოედნებს. თემქაზე კი უკვე დასრულდა 3 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია - მე-4 მ.რ. მე-11 კორპუსის წინ, მე-3 მ.რ. მე-2 კვ. 30-ე კორპუსისა და მე-10 ბ კვ. მე-3 კორპუსის მიმდებარედ.

 

 

განახლებული სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა. დავით გოგიძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

 

 

„წლის ბოლომდე ნაძალადევის რაიონში კიდევ 3 განახლებული სპორტული მოედანი გვექნება. ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტად რჩება სპორტული აქტივობების ხელშეწყობა, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაა საჭირო. სწორედ ამიტომ, 2017 წლის ბიუჯეტშიც მაქიმალურად გავითვალისწინებთ სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხებს“, - განაცხადა დავით გოგიძემ.

 

 

მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში სულ 17 სპორტულ მოედანს ჩაუტარდა რეაბილიტაცია - დაიგო ხელოვნური, მწვანე საფარი, გამოიცვალა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები, ძველი ლითონის კონსტრუქციები შეიცვალა ახლით.