გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება" მომავალ წელს, მერის არჩევნებზე კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძის დასახელებას გეგმავს.


ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე არ გამორიცხავს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე იყოს, თუმცა მისი თქმით მმართველ გუნდში ამ ეტაპზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს.


“რა თქმა უნდა შესაძლებელია მათ შორის ლევან გაჩეჩილაძეც იყოს, შესაძლებელია მაგრამ რამდენად რეალური არის ამას გვაჩვენებს მომავალი. ერთი წელიც აღარ არის დარჩენილი, საკმაოდ აქტიური პერიოდი იქნება ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადების,“- განაცხადა ქართული ოცნების ვაკის, #2 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბიძინა გეგიძემ.

 

"ნიუპოსტი" ლევან გაჩეჩილაძესთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა მასთან დაკავშირება ამ ეტაპზე შეუძლებელია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება.