ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე გავრცელდა. ერთსართულია ბამბუკის შენობა ლანჩხუთის სპორტის აიპის შემადგენლობაში შედიოდა.
თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ეს უცნობია.

დეტალური ინფორმაციისთვის, შევეცადეთ აიპ ლანჩხუთის სპორტის გაერთიანების ხელმძღვანელთან, გია ჩხაიძესთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ჭადრაკის სკოლის პრობლემებზე რამდენიმე თვის წინ წერდა ლანჩხუთელი პედაგოგი ლადო აფხაზავა, სადაც რამდენიმე ხნით მეცადინეობები შეჩერებული იყო:

"ყოფილი სპორტული სკოლის ამორტიზებული შენობა ლანჩხუთელმა ახალგაზრდა ბიზნესმენებმა შეიძინეს და დაგვპირდნენ, რომ მის ადგილას ახალ თანამედროვე ბიზნესობიექტს ააშენებენ.

საინტერესოა, თვით ძველი ნაგებობის დაშლის პროცესი, რაც სათანადო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე საკმაოდ რთული და სარისკო იქნებოდა. თუმცა, როგორც ვნახეთ დაშლის პროცესი დასრულდა წარმატებით, მაგრამ სურათიდან კარგად ჩანს თუ რა საფრთხეს უქმნის ამ შენობის ერთერთი კედელი ლანჩხუთის ჭადრაკის სახლს. იმედს ვიტოვებ, რომ აღნიშნულ შენობაში მეცადონეობები შეჩერებულია, რომელშიც 70 მოსწავლე ირიცხება"-წერდა აფხაზავა.