თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ის აპირებს რომ ერაყის საზღვართან მდებარე სილოპის რაიონში, თურქული შეიარაღებული ნაწილების კონცენტრაცია გააძლიეროს.


ერდოღანის განცხადებით, თუ ერაყელი შიიტების სახალხო ლაშქარი "ტერორს გააჩაღებს" ქალაქ ტელ-აფარში, მისი ქვეყნის შეიარღებული ნაწილები მზად იქნებიან "სხვაგვარი პასუხი" გასცენ მათ.

 


თურქული მედია აღნიშნავს, რომ ერდოღანმა არც დაადასტურა და არც უარყო შიიტი მოლაშქრეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ქალაქ ტელ-აფარზე თურქი სამხედროებისათვის შეტევის ბრძანების გაცემის შესახებ.