მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვას ავრცელებს, სადაც არჩევნების მეორე ტურის შედეგებს გაყაბებულს უწოდებს. როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, უკრაინაში ის ძალიან მნიშვნელოვან საქმეებშია ჩართული, თუმცა ამის მიუხედავად, არ შეაჩერებს საქართველოზე ზრუნვას. მიხეილ სააკაშვილი ასევე რეორგანიზაციასა და გადაჯგუფებაზე საუბრობს, სავარაუდოდ ის სწორედ საკუთარი პარტიის რეორგანიზაციას გულისხმობს.

"2002 წელს ჩვენ ვიყავით ბევრად უფრო მომზადებულები, რადგან ვიცოდთ, რომ ეს მოხდებოდა და წინასწარ გვქონდა მთელი ინფრასტრუქტურა შექმნილი. სამწუხაროდ, ახლა ყველანი ვერ მოვემზადეთ სათანადოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ხელები უნდა ჩამოვუშვათ და არსებულ, თავზემოხვეულ რეალობას შევეგუოთ. პირიქტით, ჩვენ როგორც არასდროს გვჭირდება გადაჯგუფება, რეორგანიზება და ყოველდღიურ ბრძოლაში ჩართვა. მე არ შევეგუები და არ აღიარებ ამ უკანონობის გაყალბების შედეგს", - განაცხადა სააშვილმა.