გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, არჩევნებზე მიღებულ შედეგს "უსამართლო საარჩევნო სისტემის" არსებობას უკავშირებს და ხელისუფლებაში მოსვლის დროს დადებულ პირობას ახსენებს ქართულ ოცნებას.

 

„საარჩევნო სისტემა უნდა შეცვლილიყო, ეს დაპირება hქონდა ქართულ ოცნებას, თუმცა ხელისუფლებაში როდესაც მოვიდნენ ეს დაავიწყდა,“ - ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ გადაცემა არჩევანში განაცხადა.

 

ნინო ბურჯანაძემ საარჩევნო უბნების გადათვლის მოთხოვნის შესახებ ისაუბრა და ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა. მისი მტკიცებით, ნინო ბურჯანაძის პარტიისთვის ბარიერის გადალახვა სპეციალურ თათბირზე ბიძინა ივანიშვილმა დაბლოკა, ასეთი მითითება კი, ბურჯანაძის მტკიცებით, სწორედ ივანიშვილმა გასცა.

 

„მე მაკრიტიკებდნენ, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ვაკრიტიკებდი და ახლაც, როდესაც ქართული ოცნების განაცების პოლიტიკას ვხედავ და რაღაც გაღმერთება ხდება ბიძინა ივანიშვილის და არ შეიძლება, გაკრიტიკა ადამიანი, რომელმაც, წესით, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ არჩევნებზე, რომელზეც ყველა სადამკვირვებლო მისია კითხვის ნიშნებს სვამს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.