სოფელ ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე პოლიციამ გუშინ კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განუცხადა.

 

 

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, დაკავებულის მიმართ ჯერ სხვა საპროცესო ღონისძიებები არ განხორციელებულა.

 

 

"ველოდებით პროკურატურას. უცხოელი დამკვირვებელი, რომელიც დაზარალდა, საქართველოში არ იმყოფებოდა, არჩევნების მეორე ტურისთვის ჩამოვიდა და ამოიცნო დაკავებული პირი. მინდა, გითხრათ, რომ პოლიცია ნეიტრალურად, მიუკერძოებლად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მუშაობს. ჩვენს მოვალეობას ობოექტურად ვასრულებთ",-აღნიშნა ხუციშვილმა.