ნაციონალური მოძრაობის ოფისში ამ წუთებში პოლიტსაბჭოს წევრები შეხვედრას მართავენ. გავრცელებული ინფორმაციით, განხილვის მთავარი საკითხი ახალი თავმჯდომარის არჩევაა. აღსანიშნავია რომ ახლანდელი თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება. მის შემცვლელად დავით ბაქრაძე მოიაზრება. 

 

"პარტიას ჭირდება არა ციხეში მჯდომი და არა დევნილობაში მყოფი, ფუნქციონირებადი კონკრეტული ადამიანები, რომ მართონ სიტუაცია, ეს ცხადია. ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამასთან ერთად გავითვალისწინოთ რომ ის ადმიანები ვინც დევნილობაშია და ვინც ციხეშია მათი აზრიც იყოს გათვალისწინებული. რაც არ უნდა პრობლემა გვაქონდეს გუნდის შიგნით, თუ ჩვენ ამ პრობლემასთან ბრძოლაში ერთიანობას გადავაყოლებთ, ეს იქნება ჩვენი წაგება", - განაცხადა გია ბარამიძემ.