"კომუნიკაცია ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას ყოველთვის ჰქონდა", - გაზეთ "ქრონიკა +"-ის რედაქტორი ელისო კილაძე ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი თქმით, გიგა ბოკერიას და მიხეილ სააკაშვილის გუნდების დაპირისპირების შედეგებია, რაც დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ხდება.

 

"ნაციონალური მოძრაობის ერთიანობა დღეს არ დარღვეულა, ის იყო დარღვეული, მაშინ როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, არსებობდა რამდენიმე სხვადასხვა ფრთა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრთაც. ეს რღვევა დაიწყო გაცილებით უფრო ადრე, ჯერ კიდევ არჩევნების დროს, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა და ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები წააგო, პარტიაში განიხილებოდა გიგა ბოკერიას წინანდადება გამიჯვნოდნენ მიხეილ სააკაშვილს", - განაცხადა კილაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

 

ელისო კილაძე გიგა ბოკერიას მმართველ გუნდთან გარიგებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ქართული ოცნება ყოველთვის ცდილობდა განხეთქილება შემოეტანა მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებს შორის.

 

"ირაკლი ღარიბაშვილი მატროსოვზე ბაჩო ახალაიასთან პირადად დადიოდა და სთავაზობდა მას გამიჯვნოდა მიხეილ სააკაშვილს, გაეკეთებინათ განცხადებები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ", - აღნიშნა კილაძემ.