მკვლელობა მოხდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში. 2030-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, მოკლული ამავე სოფლის მკვიდრი, 40 წლამდე მამაკაცია.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში მეზობლებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა 40 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

 

მომხდარს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.