გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში დღეს 43 წლის ზვიად ქარელიშვილი სანადირო თოფიდან მრავალჯერ გასროლით მოკლა. დანაშაულში ბრალდებული გარდაცვლილის მეზობელი 27 წლის ახალგაზრდაა. ადგილობრივები დღეს მომხდარი ფაქტის შესახებ "ნიუპოსტთან" ყვებიან.

 

„სწრაფად დადიოდა და უბრალოდ შენიშვნა მისცა ნელა იარეო, ეტყობა ნასვამი იყო. ზვიადიც სახლში შებრუნდა და ეს ბიჭიც წავიდა თავის მანქანით იყო. სახლიდან თოფი მოიტანა და დაურეკა გამოდიო, გავიდნენ სახლიდან ათ მეტრში და ორჯერ ესროლა თავ-პირში, ეს რომ დაეცა გადმოვიდა ორი ტყვია ამოიღო, ახალი ჩატენა და შიგ გულში დაადო. მესამეც ესროლა. ექიმების თქმით, ის მესამე რომ არ ესროლა, გადარჩებოდა. ის ნასვამი იყო და ალბათ ამის შენიშვნა, შეურაცხყოფად ჩათვალა. პატარა 27 წლის ბავშვი, ამის ხელშია გაზრდილია.“-აცხადებს რეხის მკვიდრი ნიკოლოზ კაპანაძე.


მკვლელობაში ბრალდებული შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ხაშურის რაიონის სოფელ აგარებთან, საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს.

 

პოლიციამ ავტომანქანის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.