"ქრონიკა + " წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილს წერილი მისწერა, სადაც მხარდაჭერას აღუთქვამდა.

 

"არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დახურულ კარს მიღმა ვიწროპარტიული ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის საკითხი განიხილებოდა. მაშინ პროტესტი არავის გამოუთქვამს, რადგან ყველას კარგად ესმოდა რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა უმრავლესობა სწორედ სააკაშვილის მომხრეა და არა პარტიის ახალი სახეების. ამავე წყაროს ინფორმაციით , საპატიმროში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა უკრაინაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს წერილი გაუგზავნა და მას სრული მხარდაჭერა აღუთქვა, გამარჯვება მხოლოდ შენთან ერთად დადგება, "ნაცმოძრაობის" ლიდერი შენ ხარო- ასეთი ყოფილა მერაბიშვილის წერილის პათოსი", - წერს გამოცემა.

 

"ქრონიკა+" ასევე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უგულავას წერილის ინიციატორი გოკა გაბაშვილი ყოფილა, მისივე ინიციატივა ყოფილა ვანო მერაბიშვილთან კონსულტაციები, რომ გიგი უგულავასთან ერთად წერილისთვის "ნაცმოძრაობის" გენერალურ მდივანს მოეწერა ხელი, თუმცა ამ კონსულტაციებიდან არაფერი გამოსულა, მერაბიშვილს საკუთარი მკაფიო პოზიცია უკვე გამოხატული ჰქონდა გაგზავნილ წერილში და გოკა გაბაშვილის თხოვნაზე იმთავითვე უარი უთქვამს.

 

 

მოამზადა ანა ავალიანმა