თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აშშ-ის მოქალაქეების არჩევანს დადებითად აფასებს და მათ წარმატებულ მომავალს უსურვებს. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა სტამბოლში ბიზნესმენებს წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

“ვიმედოვნებ, რომ ამერიკელი ხალხის არჩევანი სასარგებლო ნაბიჯებს გამოიწვევს მსოფლიოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების მხრივ, ასევე ჩვენს რეგიონში დემოკრატიისა და განვითარებისთვის. ამერიკელმა ხალხმა კარგი არჩევანი გააკეთა და მსურს მათ წარმატება ვუსურვო”, - განაცხადა ერდოღანმა.

 

აშშ-ში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა თურქეთის პრემიერ-მინისტრიც. ბინალი ილდირიმმა დონალდ ტრამპს აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ექსტრადირებისკენ მოუწოდა.

 

“მოგიწოდებთ თქვენ, ახალო პრეზიდენტო, ფეთჰულა გიულენის ექსტრადირებისკენ. თუ ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ჩვენ გადმოგვცემთ, თქვენ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებში ახალ ფურცელს დაიწყებთ”, - განაცხადა ილდირიმმა.