გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის და შემდგომში მისი სათანადო დოკუმენტაციის გარეშე ტრანსპორტირების 19 ფაქტი გამოავლინეს.


თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, გურჯაანის და ახმეტის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებმა რცხილას, წიფლისა და მუხის სახეობის მეორე ხარისხის ხე-ტყე უკანონოდ მოჭრეს და მოახდინეს მისი ტრანსპორტირება.


შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.