„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში კონსულტაციები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, დღეს პარლამენტის მომავალი თანამდებობის პირები შეიკრიბნენ და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

 

შეხვედრის პარალელურად, „ოცნების“ ოფისში მოქმედი მინისტრებიც იმყოფებოდნენ. მათ შორის იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძეც, რომელიც არსებული ინფორმაციით, მომავალი მთავრობის შემადგენლობაში ვერ მოხვდება. გიორგაძემ ოფისი კომენტარის გარეშე დატოვა.

 

კონსულტაციები ამ დროისთვის დასრულებულია. დეპუტატები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია. ცნობილია, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას, სავარაუდოდ, 18 ნოემბერს გამართავს.