"მე არასდროს ვყოფილვარ ერთპიროვნული მმართველი", - მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა არჩევანში ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. სააკაშვილი არ მალავს, რომ ის პარტიის რამდენიმე ლიდერზე განაწყენებულია, თუმცა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, მაგრამ აცხადებს, რომ ამ ხალხთან ვერ მოხდება თანხვედრა პოზიციების.

 

„არასდროს მიმიღია ერთპიროვნული გადაწყვეტილება. პრეზიდენტის კაბინეტში იყო მრავალსაათიანი კამათები, ბევრჯერ შეუბრუნებიათ ჩემთვის სიტყვა, ხმა აუმაღლებიათ, უჩხუბიათ, უსიამოვნო სიტყვებიც უთქვამთ, ამ ყველაფრის შემდეგ მიგვიღია გადაწყვეტილებები. მე არასდროს ვყოფილვარ ერთპიროვნული მმართველი და ვერც ვიქნები იმიტომ, რომ არ არის ეს ჩემი ბუნება. სამი-ოთხი თვითგამოცხადებული ადამიანის განცხადება, რომ ჩვენ ვართ პარტიაო. მე არ მითქვამს არასდროს, რომ მე ვარ პარტიაო. მათ რა უფლება აქვთ, რომ ასე აცხადებენ,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილებების მიღებას ენმ-ის პარტიის ყრილობაზე ურჩევს.