ყაჩაღობა რუსთავში - 80 წლამდე ქალბატონი კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი ბანკის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ორმა პირმა დააყაჩაღა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული ბანკში კუთვნილი პენსიისა და დანაზოგის ასაღებად მივიდა, რა დროსაც მას ორი მამაკაცი აედევნა. ქალბატონი მოგვიანებით მაღაზიაში შევიდა, დამნაშავეები კი მას გარეთ ელოდებოდნენ.

 

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა დაზარალებულის საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. დამნაშავეებმა მას ჩანთიდან 3 000 ლარი ამოაცალეს და მიიმალნენ.