საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი მარიამ მამადაშვილს 2016 წლის საბავშვო ევროვიზიაში გამარჯვებას ულოცავს.

 

"ვულოცავ მარიამს და მთელ საქართველოს საბავშვო ევროვიზიის 2016 წლის კონკურსში გამარჯვებას!",– აღნიშნულია პრემიერ–მინისტრის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

 

2016 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი მარიამ მამადაშვილი გახდა.