თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დაახლოებით 20 წლის ასაკის მამაკაცის ამოცნობას ადგილზე ამ დროისთვის ვერ ახერხებენ.

 

სავარაუდოდ, ის სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგადაა გარდაცვლილი. ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლეობამდე მიყვანას გულისხმობს.