საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა დაასახელა. ცვლილებები შემდეგნაირად გამოიყურება:

 

ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია დაინიშნა. ფინანსთა მინისტრის თანამდებობას დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ნოდარ ჯავახიშვილი აუდიტის სამსახურში გადადის, მას კი ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლებს. ევროინტეგრაციის სამინისტროს კი ვიქტორ დოლიძე უხელმძღვანელებს. 

 

ცნობილია, რომ კახა კალაძე კვლავ დაუბრუნდა ენერგეტიკის მინისტრის პოსტს და შეინარჩუნა ვიცე–პრემიერის თანამდებობაც. აღსანიშნავია, რომ ცვლილების მიუხედავად დიმიტრი ქუმსიშვილმაც შეინარჩუნა პირველი ვიცე–პრემიერის პოსტიც.

 

ეკონომიკური ბლოკისგან განსახვავებით, ცვლილებები არ შეხებია ძალოვან სტრუქტურებს და არც დანარჩენ სამინისტროებს.

 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გაუქმდა დიასპორის სამინისტრო, რომლის ფუნქციასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო შეითავსებს.

 

დღესვე, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება. გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს დასამტკიცებლად 19 მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს. ამის შემდეგ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას საკომიტეტო, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში მოუსმენს.