„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში სამი ახალი დეპუტატი ეყოლება. ისინი პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილის, გიორგი გახარიას და კახი კალაძის ადგილებს დაიკავებენ.

 

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში შესვლა უწევთ გუგული მაღრაძეს, დავით მათიკაშვილს და გიორგი ხატიძეს.

 

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იყო, კახი კალაძე- მეორე, ხოლო გიორგი გახარია მეხუთე ნომერი.