ჟურნალისტი ინგა გრიგოლია წინასაახალწლოდ მორიგ მედიაწმენდაზე საუბრობს. მისი თქმით, მას ამის უტყუარი ინფორმაცია აქვს, რომ კონკრეტულ არხებზე მოხდება პოლიტიკური გადაცემების დახურვა, ან შერწყმა.


"მინდა ვუთხრა ბევრ ჟურნალისტს, რომელსაც არ უნდა ხმა ამოიღოს, ან შორიდან აკვირდება მოვლენებს, არის ნეიტრალურ მდგომარეობაში და ფიქრობს, რომ მას არ შეეხება, მას აუცილებლად შეეხება. მე მაქვს ჩემი ინფორმაცია, რომელიც როგორც წესი მართლდება ხოლმე, დაგეგმილია საახალწლო მორიგი მედიაწმენდა ქართულ მედიასივრცეში, გადარწყმა, მიწევა, რაღაცეების დალაგება", - განაცხადა გრიგოლიამ გადაცემა "არჩევანში".


ინგა გრიგოლია პირველი არხის დირექტორის გიორგი ბარათაშვილის გადადგომის ფაქტსაც ეხმაურება. "მას უთხრეს, რომ წავიდეს და ის მიდის, იმიტომ, რომ დადგა ახლა ახალი მედიაწმენდის დრო. იგეგმება დიდი მედიაგადანაწილებები, არხებიდან არხებზე ადამიანების გადაყვანა, პოლიტიკური გადაცემების შერწყმა, ეს პროცესი ბევრჯერ გვაქვს გავლილი", - აღნიშნა ჟურნალისტმა.