საბურთალოზე, დოლიძის ქუჩის მახლობლად შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. სავარაუდოდ ცხედარი დანაწევრებული და ჩანთაშია მოთავსებული იყო.

 

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.