თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ავტომობილი დაიწვა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

მომხდარის მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია. დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.