რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითრების ფონდს ოფიციალური ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის მისია ეწვია.

 

 

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

 

 

თბილისის „მეტროპოლიტენის“ 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 22 წლის განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო. თბილისის მეტროს მეორე ხაზის მშენებლობის დასრულება მოქალაქეებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.

 

 

ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და ურბანული ტრანსპორტის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

 

 

პროექტის ფარგლებში აღდგება არსებული გვირაბები, საერთო სიგრძით 2,6 კმ, მოეწყობა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა ნაგებობები, გაკეთდება მეტროდან ამოსასვლელები და სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელები.

 

 

ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანური ერთობლივი საწარმო KOBRA ASSIGNIA ახორციელებს.