თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ცხედარს სხეულზე დაზიანებების კვალი არ აღენიშნება. ადგილზე კრიმინალისტები წუხელ გვიანობამდე მუშაობდნენ. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული, დანიშნულია ექსპერტიზები.

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.