უცხოური მედიასაშუალებების ინფორმაციით, 29 ნოემბერს, ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 50 მოქალაქე დააკავა, რომლებიც ასობით ბინის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილი.

 

დაკავებულებს ყაჩაღობის გარდა, შესაძლოა, ბრალი წაუყენონ შემდეგი მუხლებით: დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა, ფულის გათეთრება. ზოგიერთ მათგანს კი ბრალი წარედგინება იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შენახვისა და საბუთების გაყალბების ბრალდებებით.

 

სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა "დოიჩე ველესთან" საუბარში განაცხადა, რომ ესპანეთში ბინების ძარცვა არ ითვლება მძიმე დანაშაულად და ჩვეულებრივ დამნაშავეებს სასამართლომდე ათავისუფლებენ, მაგრამ მისი თქმით, ქართველების შემთხვევაში, ისინი დაკავებულები იქნებიან, რადგან არსებობს საშიშროება, რომ გამოძიებას დაემალებიან.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესპანეთის პოლიცია საქართველოს მოქალაქე სპარტაკ ჯაფარიძეს ეძებს, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. რუსული წყაროების ცნობით, ესპანელი სამართალდამცავები სწორედ მას მიიჩნევენ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელად. ესპანეთის პოლიცია მას "კანონიერ ქურდს" და დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერს უწოდებს. სამართალდამცველები ვარაუდობენ იმასაც, რომ ის შესაძლოა, იტალიაში იმალებოდეს. ვრცლად