გავრცელებული ინფორმციით, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.

 

ჯერჯერობით გაურკვეველია რას უკავშირდება მისი გადაწყვეტილება. ამ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები. ამ თემაზე განცხადება, შესაძლოა, ხვალ გაკეთდეს. დავით ონიაშვილი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ოთხი წლის ვადით აირჩიეს.