ქუთაისში ორი წლის ბავშვი მეცხრე სართულიდან გადავარდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ნიკეას ქუჩაზე მოხდა. ბავშვი მძიმე მდგომარეობით დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი.

 

თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანს დღეს დაბადების დღე ჰქონდა, რომლის აღსანიშნავად მშობლებმა ფანჯრიდან ფოიერვერკები გაუშვეს. ღიად დატოვებული ფანჯრიდან კი ბავშვი გადავარდა.