ტეხასის შტატში, ქალაქ კროულიში 17 წლის ედვარდ ბრიუერი დააკავეს, რომელიც მშობლების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა რუსეთის მოქალაქეა და ის ტროი და მერი ბრიუერებმა იშვილეს. მეუღლეების მკვლელობის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში ანონიმური ზარი შემოვიდა ბრიურებეის ოჯახში საზარელი დანაშაულის ჩადენის შესახებ. პოლიციელებმა ადგილზე ქალის და მამაკცის ცხედრები იპოვეს, რომლებსაც ცეცხლსასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ. ეჭვმიტანილმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა სამართალდამცველება ის მალევე დააპატიმრეს. თუ რა გახდა მშობლების მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.